ბორჯომის ეროვნულ პარკში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა, ახალციხესა და ბორჯომში მცხოვრებმა ვეტერანებმა და მათმა ოჯახის წევრებმა 2008 წლის ომის შედეგად განადგურებული მწვანე საფარის აღდგენის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. უწყების დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ და დირექტორის მოადგილემ მირონ ჩიგოგიძემ კოლეგებთან და უწყების რაიონული წარმომადგენლობების თანამშრომლებთან, ბორჯომელ და ახალციხელ ვეტერანებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად 2008 წლის ომის შედეგად განადგურებული ტყის ტერიტორიაზე 100 კავკასიური ფიჭვის ნერგი დარგეს. აქცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთაშორისო სამხედრო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას მიეძღვნა. როგორც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა – „ დარგული ხეების შედეგს ქვეყანა და საზოგადოება არა უმოკლეს ვადაში, არამედ 15-20 წლის შემდეგ ნახავს.“ დირექტორის მოადგილის მირონ ჩიგოგიძის განცხადებით კი „სიმბოლურია, რომ ომისგან განადგურებულ ტყეში ნერგებს ვეტერანები რგავენ. ვეტერანებს როგორც იარაღით ხელში ქვეყნის დაცვა, ისე ბუნებისა და მწვანე საფარის განადგურებისგან დაცვა შეუძლიათ”.

აღნიშნულ მონაკვეთზე დარგულ 100 ხეს ამ დღიდან სიმბოლურად ვეტერანთა ხეივანი დაერქმევა.

დარგული ხეების მოვლა პატრონობას საკუთარ თავზე ხუთი წლით კომპანია Treepex-ი იღებს.

https://aghadgine.ge/ka/forest/business/20

bonus new member

slot server kamboja

RTP Slot

IDN Poker

Slot777

https://www.alkimyacatalyst.com/wp-includes/pyramid-bonanza/

https://chatkawlesie.com/wp-includes/slot-dana/