ქუთაისში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური კლინიკა ‘’უნიქალ მედის’’ ექიმები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან;

მისამართი: ქ. ქუთაისი; წერეთლის V შესახვევი, N 4;  კლინიკა ‘’უნიქალ მედი’’;

ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ‘’უნიქალ მედს’’ შორის, მიმდინარე წლის  12 აპრილს გაფორმდა; მემორანდუმის მიზანი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების თანადგომაა. აღსანიშნავია, რომ კლინიკა’’უნიქალ მედი’’ 170 საწოლზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი, მრავალროფილური სტაციონარია, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. კლინიკა უზრუნველყოფს ყველა სახის სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მომსახურებას.

ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.