”აფხაზეთის თასი 2020”-ის ფინალური მატჩი

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სპორტკომპლექს ‘’იმედის’’ სტადიონზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. აღნიშნულ ტურნირში  საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 5 გუნდი მონაწილეობდა.

ფინალური მატჩი გაიმართა თბილისის ”თბილისსა” და ზესტაფონის ”მარგვეთს” შორის  და თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გამარჯვებულ გუნდს უწყების დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ გადასცა, ხოლო  მეორე ადგილზე გასულ გუნდს –  ზესტაფონის ”მარგვეთს” აფხაზეთის ა/რ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ვიტალი ბენდელიანმა. 

ზესტაფონის ”მარგვეთის” გუნდის წევრი, ტურნირის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე, აფხაზეთის ომის ვეტერანი, 60 წლის ბენო ჩაკვეტაძე სპეციალური თასით აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ დააჯილდოვა. 

აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.