აფხაზეთის მეომართა კავშირის მორიგი სხდომა გაიმართა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 12 მარტს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საკონფერენციო დარბაზში, ჩატარდა აფხაზეთის მეომართა კავშირის მორიგი სხდომა. შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხები, რომლებიც ვეტერანთათვის აქტუალური და მნიშვნელოვანია. განსახილველ საკითხთა შორის, ერთ-ერთი, აფხაზეთის მეომართა კავშირის ანგარიშგება და კავშირის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრთა არჩევნები გახლდათ. შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არჩევნები ჩატარდეს მიმდინარე წლის 10 აპრილს.

სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ შამუგია, გამგეობის წევრები _ გენერალ-მაიორი დავით გულუა, დავით შენგელია, გიორგი მხეიძე, ზურაბ ფიფია, თეიმურაზ დარჯანია, ავთანდილ ქოიავა და მერაბ ჭანტურია. დღევანდელ შეხვედრას, საპატიო მიზეზით ვერ დაესწრნენ გამგეობის წევრები_ ელგუჯა თოხაძე და თამაზ ინალიშვილი.