აფხაზეთის ომის გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს

Posted by nona shamatava

დღეს, სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავზე,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთში დაღუპული გმირები, ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსენეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან, ვეტერანებთან, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალები გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. მათ სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს