აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალმა კობა კობალაძემ, აშშ-ში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩეველთან, პაატა პატიაშვილთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული და სამომავლო ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიც არის ვეტერანების ახალი ჰოსპიტალისათვის  სამედიცინო დანადგარების შეძენის მიზნით, აშშ-ის შესაბამის ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება. უნდა აღინიშნოს, რომ ვეტერანების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ს საელჩოსთან საქართველოში, რომელიც უწყებას დახმარებას უწევს ვეტერანების ჰოსპიტლის სამედიცინო ინვენტარით აღჭურვაში. 

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმეს აშშ-ში დაჭრილ-დაშავებული ვეტერანების მხარდამჭერ ფონდთან ურთიერთობის დამყარებას და  ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამებში ქართველი ვეტერანების ჩართვას. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, ჯორჯიის შტატში, სარეაბილიტაციო პროგრამაში, მონაწილეობა მიიღო ორმა შშმ ვეტერანმა, მეუღლეებთან ერთად. 

ვეტერანებისთვის სხვადასხვა ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობების განხილვის მიზნით, დაიგეგმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, კობა კობალაძის  აშშ-ს ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრა. ასევე დაიგეგმა, ქართველი და ამერიკელი ვეტერანების გაცვლითი პროგრამების შემუშავება. ვეტერანების სამსახურის ხელმძღვანელობის აშშ-ში ვიზიტი და შეხვედრები ამერიკის ვეტერანების საქმეთა დეპარტამენტის და კონგრესში ვეტერანების კომიტეტის ხელმძღვანელობასთან. სხვადასხვა რელევანტურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლოდ ურთიერთანამშრომლობის მიზნით.