გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვის შეჯიბრში მირზა ლიპარტელიანმა მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა

Posted by nona shamatava

ბიისის გაყინულმა ჩანჩქერმა ყინულზე ცოცვის ფესტივალს, Biisi Cup-ს უმასპინძლა.  ღონისძიება, რომელიც ბოლო 5 წელია არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით აღინიშნა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სახელით მოასპარეზე, მირზა ლიპარტელიანმა ბიისის გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვაში გამართულ შეჯიბრებაში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.  გამარჯვებულებს სიგელები, თასები და მედლები გადაეცათ.  50 მეტრიან გაყინულ ჩანჩქერზე პირველობისთვის 50-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის მონაწილე იბრძოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ და ყინულზე ცოცვაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა ტურისტებმაც.

ბიისის გაყინულ ჩანჩქერზე ცოცვაში შეჯიბრება პირველად 20 წლის წინ გაიმართა. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურისტული ასოციაცია ,,ტონთიოს” პარტნიორობით განხორციელდა.