17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით საზეიმო მიღება გაიმართა. „ხელოვნების სასახლემ“ დაღუპული ვეტერანების ვასიკო წიკლაურის, თემურ ზალდასტანიშვილის, სულხან კერესელიძის, ზურაბ ოქრუაშვილისა და ალექსანდრე ვაჩეიშვილის ნახატების გამოფენას უმასპინძლა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლოზ კვეზერელმა და ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა. ვეტერანის კვირეულის ფარგლებში გამოფენა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განსაკუთრებულ მადლობა უხდის ხელოვნების სასახლის ადმინისტრაციას ვეტერანების შემოქმედების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის.
საქართველოში “ვეტერანის დღე” მესამე წელია აღინიშნება.
1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ყოველ 17 ოქტომბერს ვეტერანის დღე აღინიშნოს.