დღეს საბჭოთა ჯარების ავღანეთიდან გამოყვანის 30-ე წლისთავია

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, საბჭოთა ჯარების ავღანეთის რესპუბლიკიდან გამოყვანის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში, ზღვის უბანში, ავღანეთში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
დაღუპულთა პატივსაცემად, ასევე, შეიკრიბნენ „ავღანეთის და სხვა ომების მონაწილეთა კავშირის” წევრები და ვეტერანები.
მემორიალთან, ავღანეთში დაღუპულთა და ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის მშენებარე ტაძრის წინამძღვარმა, მამა ვახტანგმა დაღუპული მეომრების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
1989 წლის 15 თებერვალს, საბჭოთა ჯარებმა ავღანეთის რესპუბლიკა დატოვეს. ავღანეთში, 9 წლის განმავლობაში, 128 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.