დღეს საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების დღეა

Posted by nona shamatava

დღეს, საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების დაარსების დღე აღინიშნება.

სამხედრო-საზღვაო ძალები, შექმნის დღიდან, აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში;  დიდია მათი ღვაწლი ქართული ჯარის მშენებლობის პროცესში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამხედრო-საზღვაო ძალების ყველა ვეტერანს ულოცავს სამხედრო-საზღვაო ძალების დაარსების დღეს, გამოხატავს დიდ პატივისცემას თითოეული მათგანის მიმართ და დღეგრძელობას, კეთილდღეობას, ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს.