დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 89 წლის გახდა

Posted by nona shamatava

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 89 წლის გახდა.

ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) 1977 წლის 25 დეკემბერს, მისი აღსაყდრების დღიდან, უკვე 44 წელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარია. განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერისა და ეკლესიის წინაშე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ერის სულიერ მამას 89 წლის იუბილეს და ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, მისი სამწყსოს კეთილდღეობას, სულიერ წინსვლას და ერთიან, ძლიერ, მშვიდობიან საქართველოს უსურვებს!