დღეს, ფოტოკონკურს „ვეტერანის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

Posted by nona shamatava

დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში,  ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში  გამოაცხადებული ფოტოკონკურსის – “ვეტერანის” გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდნენ. მათ, საჩუქრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ გადასცა და გამარჯვება მიულოცა.

ფოტოკონკურს “ვეტერანის“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა – გიორგი ბერძენიშვილი, მე-2 ადგილისა – ბუკა ობოლაძე,  მესამე ადგილი კი  ნინა გელაშვილის ფოტომ მოიპოვა. ხოლო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რჩეული  ბაჩანა მერაბიშვილის ფოტო გახდა. 

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 35 -მა ფოტომ და 18-მა ავტორმა. კონკურსში მონაწილე 12 რჩეული ფოტო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2021 წლის ბრენდირებულ კალენდარში დაიბეჭდება.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კიდევ ერთხელ ულოცავს ფოტოების ავტორებს გამარჯვებას.