სამსახური კვლავ აგრძელებს ბენეფიციართა მომსახურებას, როგორც სოციალური, ისე სამართლებრივი კუთხით

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საქართველოში 2020 წლის 11 მარტს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგაც არ შეუწყვეტია მისთვის კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება. ქვეყანაში მთელი რიგი უწყებების დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლის მიუხედავად, სამსახური  კვლავ აგრძელებს ბენეფიციართა მომსახურებას, როგორც სოციალური, ისე სამართლებრივი კუთხით.

უწყების ყველა დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ვეტერანთა თანადგომის აქციები, რომელთა ფარგლებშიც, 2200 უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ, მრავალშვილიან, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, სასურსათო კალათები გადასცეს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და დედაქალაქის 10-ივე რაიონის და საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის ორგანოების ერთობლივი ძალისხმევით, უწყების აღნიშნული კატეგორიის 2 597 ბენეფიციარს დაურიგდა სასურსათო სასაჩუქრე პაკეტები.

2020 წლის 11 მარტიდან 1 მაისამდე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არსებულ „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სამედიცინო მომსახურებისა და ერთჯერადი დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კომისიის“  სხდომაზე,  განხილულ იქნა 300 ბენეფიციარის განცხადება სამედიცინო მომსახურების შესახებ, რის შედეგადაც

  • მედიკამენტები დაუფინანსდა -268,
  •  ოპერაციული მკურნალობა- 45,
  • სამედიცინო გამოკვლევები- 38
  • სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება – 19 ვეტერანს.

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე, 46 გარდაცვლილ ვეტერანის ოჯახს გადაეცა, კანონით განსაზღვრული, სარიტუალო ერთჯერადი მატერიალური დახმარება 600 ლარის ოდენობით.

ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო სტრუქტურებთან ერთჯერადი მატერიალური დახმარების, ჯანდაცვის სერვისების მისაღებად მომზადდა და გაიგზავნა –  71 შუამდგომლობა.