ვეტერანის კვირეულის ფარგლებში დღეს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრსა და ლაიონსების თვალის ცენტრში ვეტერანებს უფასო კვლევებიც ჩაუტარდათ.

ამ პროცესს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია ესწრებოდა. უახლოეს მომავალში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრთან, რაც ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს მკურნალობის პროცესში გარკვეული შეღავათებით სარგებლობის საშუალებას მისცემს.