ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლის მე-9-ე კლასის მოსწავლეებთან ერთად, გმირთა მოედანზე, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო.

ვეტერანის დღე 2014 წლის 17 ოქტომბერს დაარსდა და წელს მეხუთედ აღინიშნება.