ვეტერანის დღე საქართველოს ყველა რეგიონში აღნიშნეს

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, 17 ოქტომბრის აღნიშვნა, ტრადიციულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული თანამებრძოლების გახსენებით დაიწყეს. ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, ვეტერანის დღე, საქართველოს ყველა რეგიონში,  სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, მუნიციპალიტეტებმა, რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებს ვეტერანის დღე სხვადასხვა საჩუქრებითა და აქტივობებით მიულოცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უხდის ყველა მუნიციპალიტეტს ვეტერანების მიმართ გამოხატული ყურადღებისა და მათი დაფასებისთვის.

საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წელს დაარსდა და წელს მერვედ აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.