ვეტერანს 100 წლის იუბილე მიულოცეს

Posted by nona shamatava

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ბოლნისელ ჯამალ გასუმ ოღლის, 100 წელი შეუსრულდა. მხცოვან ვეტერანს, საუკუნოვანი იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა, ლევან ამირიძემ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

21 წლის ჯამალ გასუმ ოღლი, ომში, მოხალისედ წავიდა. სხვადასხვა ფრონზე იბრძოდა. რამდენჯერმე დაიჭრა, თუმცა, გამოჯანმრთელების შემდეგ, ისევ ბრძოლის ველზე მიდიოდა. ომის დასრულების შემდეგ, ბოლნისს დაუბრუნდა და დღემდე ამ ქალაქში ცხოვრობს.

ვულოცავთ ბატონ ჯამალს 100 წლის იუბილეს და დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ.