თანადგომის აქციები გრძელდება

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური კვლავ აგრძელებს მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, უწყების შეჭირვებული ბენეფიციარების თანადგომას და მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ჩვენს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, არ წყვეტს აქციებს ვეტერანთა დასახმარებლად..

დღეს, თანადგომის მორიგი აქცია ჩატარდა, ამჯერად, თბილისის მუნიციპალიტეტის ისნისა და სამგორის რაიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ისნისა და სამგორის სამმართველოს უფროსებმა, უწყების უკიდურესად შეჭირვებულ, მკვეთრად გამოხატული შშმ, მარტოხელა და COVID 19-ის გამო, განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ, მხცოვან ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აღნიშნული კატეგორიის ვეტერანთა თანადგომის აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს.

#StopCoV #COVID19

#დარჩისახლში