თბილისის “თბილისი” საქართველოს ჩემპიონია

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 19 ივნისს, საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, ვაკის სტადიონზე, გაიმართა საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 2021 წლის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩი თბილისის “თბილისსა” და ზესტაფონის “მარგვეთს” შორის,რომელიც თბილისელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თასი, სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ გადასცა. საქართველოს ჩემპიონს გადაეცა ფულადი ჯილდოც, 4000 ლარის, მეორე ადგილზე გასულს 2500, ხოლო მასამე ადგილის მფლობელს 1500 ლარის ოდენობით. ფეხბურთელები, ასევე, დაჯილდოვდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სიგელებითა და მედლებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი, თბილისის “თბილისი”, მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 2022 წელს.

აღნიშნული ტურნირი 2016 წელს დაარსდა და წელს მეხუთედ ჩატარდა.