კობა კობალაძემ მაიამიში, ომში დაღუპული მებრძოლების მემორიალი ყვავილებით შეამკო

Posted by nona shamatava

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მაიამის ოლქში, მართლმადიდებლურ ტაძარში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო რომელიც, ჩრდილო ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ, memorial day-სადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აღავლინა.

პანაშვიდს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ვეტერანების ამერიკელი მეგობრების” დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნიკოლოზ ქარჩავა და ადგილობრივი ქართველები დაესწრნენ.

წირვის შემდეგ, კობა კობალაძემ მაიამიში, ომში დაღუპული მებრძოლების მემორიალი ყვავილებით შეამკო და ყველა იმ ჯარისკაცის ხსოვნას მიაგო პატივი, ვინც საკუთარი ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდა.

კობა კობალაძემ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.