კობა კობალაძემ მეომართა დედებსა და მეუღლეებს დედის დღე მიულოცა

Posted by nona shamatava

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული  ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლეს, მაკა ჩიკვილაძეს დედის დღე მიულოცა. შემდეგ, იგი, წილკნის დევნილთა დასახლებაში, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, 2018 წელს, წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც ოკუპაციის მსხვერპლის დედას, ქალბატონ რუსუდან ტატუნაშვილს მიულოცა დღევანდელი დღესასწაული.

სამსახურის დირექტორი, ასევე, იმყოფებოდა კასპში, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული კასპის ბატალიონის მეომრების _ ნიკოლოზ ხოკრიშვილის, გოჩა თათრიშვილის და გიორგი კაპანაძის დედებს _ ვარვარა ხოკრიშვილს, ლამარა კახიანსა და გიული კაპანაძეს, შემდეგ გორში _ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ძმების_ გიორგი და გელა რომელაშვილების დედას, ნანი რომელაშვილს მიულოცა დედის დღე.

დღესვე, კობა კობალაძე ახალციხეში, გულიაშვილების ოჯახს ესტუმრა და ქალბატონ მაყვალას, 6 შვილის დედას, რომლის 4 ვაჟი,  ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი გახლავთ, დღესასწაული მიულოცა. უწყების დირექტორმა, დედის დღე, ასევე, მიულოცა ახალციხის მკვიდრ, კიდევ 2 მრავალშვილიან ქალბატონს_  2008 წლის ომის გარდაცვლილი ვეტერანის, არტემ ბარძიმაძის მეუღლეს, ნინო ქიტიაშვილსა და აფხაზეთის ომში დაღუპული, ხვიჩა ლემონჯავას მეუღლეს, ეკა კვესელაძეს.