კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული ზვიად გიგანის ხსოვნას პატივი მიაგო

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 8 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე,დირექტორის მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, სამსახურის წარმომადგენლები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, თბილისში, ქაშუეთის ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც უკრაინაში დაღუპული მებრძოლის, ზვიად გიგანის ოჯახს მიუსამძიმრეს და ქართველი მეომრის ხსოვნას პატივი მიაგეს.
“ქართული ლეგიონის” წევრი, ზვიად გიგანი,  უკრაინაში, 2022 წლიდან იმყოფებოდა. იგი 31 მაისს გარდაიცვალა. ქართველი სამხედრო, საბრძოლო დანაყოფების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობდა.

2022 წლის თებერვლიდან დღემდე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას, ემსხვერპლა 45 ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.