კობა კობალაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, თეიმურაზ მღებრიშვილს შეხვდა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი – კობა კობალაძე  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, თეიმურაზ მღებრიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის სამომავლო თანამშრომლობის განვითარების გეგმებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ერთობლივ სწავლებებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ღონისძიებებში ვეტერანების ჩართულობის პერსპექტივებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე – ლევან ღირსიაშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამმართველოს უფროსი – თამარ ჭანტურაია და ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – მიხეილ ხურციძე.