ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ ლესის საჯარო სკოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული გიორგი ლომაძის სახელი მიენიჭა და მემორიალური დაფა გაიხსნა. ლესის საჯარო სკოლაში, ასევე გაიმართა ღონისძიება, რომელიც სკოლის აღსაზრდელებმა გიორგის ხსოვნას მიუძღვნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ გიორგი ლომაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, საქართველოს ვეტერანების საქმეთა  სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალი ვლადიმერ იმნაძე, გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე, ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. 1979 წელს სოფელ ლესაში დაბადებული გიორგი ლომაძე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე იყო. ის 2004 წლის 12 აგვისტოს სამაჩაბლოში სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა.