მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, მედიცინის მუშაკი, ოფელია კარაპეტიანი, დღეს 93 წლის გახდა. ომის ვეტერანს დაბადების დღე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

ქალბატონი ოფელია ომის დამთავრებამდე თბილისში, სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობდა და დაჭრილ ჯარისკაცებს ეხმარებოდა. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მედალი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ქალბატონ ოფელიას ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს.