,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრ განთიადთან’’ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 7 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრ განთიადს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართულია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი შვილებისთვის  ‘’ცენტრის’’ სპორტული, კულტურული და სახელოვნებო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ.

,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი განთიადი’’ ახორციელებს და ხელს უწყობს მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდებისთვის არაფორმალური კულტურული, სპორტული და სახელოვნებო განათლების სერვისების მიწოდებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას.

“ცენტრი’’ 2 ათეულ წელზე მეტია, რაც შეიქმნა და აქტიურადაა ჩართული საქალაქო კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში; ‘’ცენტრის’’ უმთავრესი მიზანია, ქვეყანას აღუზარდოს ფიზიკურად და სულიერად ჯანმრთელი, მიზანდასახული, მოტივირებული და წარმატებაზე ორიენტირებული ახალგაზრდა თაობა, რისთვისაც ქმნის პირობებს, სადაც თითოეულ მოსწავლეს, სპორტსმენს აქვს ვარჯიშისა და განვითარების საშუალება.

‘’მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი განთიადი“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, არაერთხელ გახლდათ საერთაშორისო რანგის სპორტული ღონისძიებების, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების და საქართველოს ეროვნულ გმირთა მემორიალური ტურნირების ინიციატორი და ორგანიზატორი.

მემორანდუმს, ხელი მოაწერეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრ განთიადის “ვიცე-პრეზიდენტმა, ვახტანგ გაგნიძემ.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.