ომის ვეტერანი შალვა კუპატაძე 102 წლის გახდა

Posted by nona shamatava

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, შალვა კუპატაძე 102 წლის გახდა.

ვეტერანს, იუბილე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებმა თამაზ კალატოზიშვილმა, ბესიკ ყალამაშვილმა და ალექსი ოთარაშვილმა მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

იუბილარი, 1919 წელს, ფშაველში დაიბადა და დღემდე ამ სოფელში ცხოვრობს. ომში, დაწყებისთანავე წავიდა. 1942 წელს კი  მძიმედ დაიჭრა და იძულებული გახდა, ფრონტის ხაზი მიეტოვებინა. ომიდან დაბრუნების შემდეგ, მეზობელი სოფლის, ნაფარეულის საშუალო სკოლაში, დაწყებით სამხედრო მომზადებას ასწავლიდა. ასაკის მიუხედავად, უხუცესი ვეტერანი ჯანმრთელობას არ უჩივის . 102 წლის შალვა კუპატაძეს, 3 შვილი, 6 შვილიშვილი, 13 შვილთაშვილი და 2 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური  ულოცავს შალვა კუპატაძეს იუბილეს, დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებს.