სამსახურის მიერ, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის, 2019 წელს გატარებული ღონისძიებები:

Posted by nona shamatava

🔴ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის, 2019 წელს განხორციელებულ იქნა შემდეგი ღონისძიებები:
განხილული იქნა 4 446 ბენეფიციარის კორესპოდენცია, საიდანაც 3 029 საკითხი განხილული იქნა „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სამედიცინო მომსახურებისა და ერთჯერადი დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კომისიის“ სხდომაზე და, ბენეფიციარებს, შესაბამისად, სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდათ და გაეწიათ ერთჯერადი, სარიტუალო მატერიალური დახმარება.
✔️სამედიცინო მომსახურება აუნაზღაურდა 3 029 ბენეფიციარს;
✔️ მედიკამენტები დაუფინანსდა – 1 859 ვეტერანს.
✔️ოპერაციული მკურნალობა დაუფინანსდა – 622 ვეტერანს.
✔️სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება (სამედიცინო კვლევა, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია ა.შ) დაუფინანსდა – 548 ვეტერანს.
✔️საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე, 511 გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახს გადაეცა სარიტუალო ერთჯერადი მატერიალური დახმარება (500 ლარი)
✔️შპს „ნიუჰოსპიტალ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მაღალტექნოგიური კვლევა ჩაუტარდა 168 ბენეფიციარს.
✔️ადგილობრივ და ცენტრალურ სახელისუფლებო სტრუქტურებთან ერთჯერადი მატერიალური დახმარების, ჯანდაცვის და სხვ. სერვისების მისაღებად მომზადდა და გაიგზავნა 795 შუამდგომლობა.
✔️საქართველოში მოქმედ ეკონომიკურ პროექტებზე, მცირე და საშუალო ბიზნეს პროგრამებსა და სხვ. საკითხებზე, კონსულტაცია გაეწია 1500-მდე ბენეფიციარს; ბიზნესის კეთებით დაინტერესებულ ვეტერანებს გაეწიათ დახმარება ბიზნეს-გეგმების შედგენასა და შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებში მათ წარდგენაში;
✔️ვეტერანთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მომზადდა საქართველოს კანონის 5 პროექტი და საქართველოს მთავრობის დადგენილების 2 პროექტი;
✔️სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მომზადდა საქართველოს მთავრობის განკარგულების 7 პროექტი და სამსახურის დირექტორის 47 ბრძანების პროექტი;
✔️ წარდგინებების საფუძველზე, სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების 24 მონაწილე (სიკვდილის შემდეგ), კერძოდ:
1 მებრძოლი – ეროვნული გმირის ორდენით;
4 მებრძოლი – ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით;
5 მებრძოლი – ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით;
8 მებრძოლი – ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით;
6 მებრძოლი – მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის“;
✔️ვეტერანის სტატუსის მინიჭების პროცედურებთან და არსებულ სოციალურ-სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით, იურიდიული კონსულტაცია გაეწია დაახლოებით 1000 დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ადგილზე, რეგიონებში.
✔️ სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში სულ შემოვიდა, განხილულ იქნა და რეაგირება მოხდა 3700-მდე კორესპონდენციაზე.
✔️აღსანიშნავია, ასევე, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, მისთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, კვალიფიციურ, სამართლებრივ დახმარებას უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს.
🔴2019 წელს, სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, ჩატარდა შემდეგი საქველმოქმედო სამედიცინო აქციები:
✔️მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა კლინიკის ექიმთა მობილური ჯგუფების მიერ, პირველადი, უფასო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა – 7 772 ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს.
✔️ეტლ-სავარძელი გადაეცა – 16 შშმ ვეტერანს.
✔️სასწავლო- საწყალოსნო კომპლექს „ოლიმპიკ“- ში შეღავათიანი პირობებით მომსახურება გაეწია – 438 ვეტერანს და მათი ოჯახის წევრებს.
🔴სამსახურის დირექტორის ბრძანებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყების 2 168 უკიდურესად შეჭირვებულ, მრავალშვილიან, მკვეთრად გამოხატული შშმ და მარტოხელა ვეტერანს გადაეცა სასურსათო პაკეტები_მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტები.