საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერად, ფინანსურ დახმარებას მიიღებენ 

Posted by nona shamatava

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 აპრილის N 688 განკარგულების თანახმად, ფაშიზმზე გამარჯვების 76 წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები, ფულადი, სოციალური დახმარების სახით, 1000 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ( მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის მეუღლე და ბავშვობიდან შშმ შვილს, რომლებიც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზაში არიან რეგისტრირებულნი )_ 500 ლარს.

Ø 2021 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოში, მეორე მსოფლიო ომის 264 ვეტერანია. Ø 1941-1945 მეორე მსოფლიო ომში, საქართველოდან, 700 000 – მდე ჯარისკაცი და მოხალისე იმყოფებოდა, 300 000 -ზე მეტი  კი, ფრონტიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდა. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, საქართველომ, პროცენტულად, ფაშიზმის დამარცხებისთვის, ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღო. Ø

1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი, ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.