მიმდინარე წლის 6 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები ) ჩაატარეს.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში კვალიფიციური კარდიოლოგიური პროფილის მომსახურება გაეწია უწყების 80 – მდე ბენეფიციარს.
აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, მთავარი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.
საქველმოქმედო სამედიცინო აქციები,ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის კვლავაც ჩატარდება, რომელთა შესახებ, უწყების ბენეფიციარებს ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.