სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყო

Posted by nona shamatava

„სსიპ აწარმოე საქართველოში“ მიმდინარე წლის 21 მარტიდან დაიწყო სახელმწიფო-საგრანტო პროგრამებზე განაცხადების მიღება, რომელიც გაგრძელდება 11 აპრილამდე.

სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს. პროგრამის გრანტის მოცულობა 30 000 ლარს შეადგენს, ხოლო ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაწყებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა განისაზღვრება შემდეგ რეგიონებში _იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია და კახეთი_ გრანტის მოცულობა არა უმეტეს 40 000 ლარისა.

ეკონომიკური საქმიანობები, რომლებსაც პროგრამა აფინანსებს: ავეჯის წარმოება; სარეკლამო, დიზაინერული, მთარგმნელობითი საქმიანობა; ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება; საკვები პროდუქციის წარმოება; ვეტერინარული საქმიანობა; მცირე სასტუმროებისა და სასტუმრო სახლების მოწყობა; ლითონის ჩამოსხმა და დამუშავება; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება; ღვინისა და უალკოჰოლო სასმელების წარმოება და სხვ. პროგრამა მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

აღნიშნულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია ელექტორნული განაცხადის საფუძველზე; დამატებითი საკონსულტაციო დახმარების მიღების მიზნით, დაინტერესებულმა ვეტერანებმა, შეგიძლიათ მიმართოთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფს.