45 წელი კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან

Posted by nona shamatava

თქვენო უწმინდესობავ! ერთობ, ძნელია, რამდენიმე სიტყვით გამოხატო ის უდიდესი სიყვარული, პატივისცემა და მოკრძალება, რომელსაც თითოეული ჩვენგანი თქვენს მიმართ განვიცდით.

45 წელია, სიყვარულით გიპყრიათ ხელთ ივერიის ეკლესიის საკათალიკოსო სკიპტრა და ღირსებით მიუძღვებით ჩვენს ერს ერთობისა და გამარჯვებისკენ! საქართველოს ყველა ვეტერანისა და ჯარისკაცისთვის განსაკუთრებით ფასეულია თქვენი თითოეული სიტყვა, მამა-შვილური დარიგება და ლოცვა-კურთხევა!

ჩვენო სულიერო მამავ და მოძღვარო, გილოცავთ აღსაყდრებიდან 45-ე, ხორციელად შობიდან 90-ე წლისთავს და დამდეგ-შობა ახალ-წელს! გისურვებთ დღეგრძელობას, მხნეობას, მზეგრძელობას და თქვენი სამწყსოს, სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს სულიერ წინსვლას კეთილდღეობას, და მშვიდობას მთელ მსოფლიოში! სიკვდილზე გამარჯვებული მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე გფარავდეთ თქვენ, თქვენს მრევლს და სრულიად საქართველოს!

სიყვარულით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი გენერალ-მაიორი კობა კობალაძე