ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ”მაგისტრთან”

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და შპს. ”მაგისტრს”შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, შპს. ”მაგისტრი ” გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომპანიაში არსებული რესურსის გათვალისწინებით, დაასაქმოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, კი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შპს. ,,მაგისტრს“ მიაწოდებს ინფორმაციას, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე, დასაქმების მსურველი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ.

მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და შპს. ”მაგისტრის” იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით გელბახიანმა მოაწერეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს უვადოდ.