უფასო კოვიდ-ტესტირების აქცია გრძელდება

Posted by nona shamatava

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოცეულს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გამგზავრების წინ, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში, უფასო კოვიდ-ტესტირება ჩაუტარდა.

შეგახსენებთ, კოვიდ-19-ის პანდემიის უკეთ მართვისა და ინფიცირებულთა დროულად გამოვლენის მიზნით,  ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის განახლებულ შენობაში (სპირიდონ კედიას №7) , გახსნილ კოვიდ – ლაბორატორიაში, გრძელდება უფასო, კოვიდ-ტესტირების აქცია. ჩატარებული სწრაფი ტესტის პასუხის მიღება შესაძლებელია 15 წუთში.

აქციით სარგებლობენ არა მხოლოდ ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქე.

ლაბორატორიაში, მოქალაქეთა მიღება, წარმოებს ყველა დღე, შაბათ – კვირის გარდა, 10:00- 16:00 საათებში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ ვ.სანიკიძის სახელობის ომის  ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის საინფორმაციო სამსახურს: ტელ: 032 234 34 49 ან დაუკავშირდეთ ჰოსპიტალს facebook გვერდზე: https://www.facebook.com/veteranta