4 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ქ.თბილისში მცხოვრებ მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციოლოგიური კვლევის შედეგების განხილვა გაიმართა, რომელიც სსიპ-ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაკვეთით ჩაატარა ა(ა)იპ-საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალურმა კავშირმა. მოწვეულ სტუმრებს კვლევის შედეგები და სირთულეები კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ თენგიზ შუბლაძემ გააცნო. კვლევის დასკვნაში საუბარია იმ  ძირითად პრობლემებზე, რომელთაც არსებული სოციალური დახმარებებით თუ პენსიებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ვერ უმკლავდებიან.