დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, დავით მეტრეველს 100 წელი შეუსრულდა. იუბილარს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე ეწვია, დაბადების დღე პირადად მიულოცა, სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად დავით მეტრეველს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აკია ბარბაქაძე და ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესტუმრნენ, იუბილე მიულოცეს და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მინიჭებული საპატიო ჯილდო და სხვა საჩუქრები ჩაუტანეს. დავით მეტრეველი 1942 წელს, 25 წლის ასაკში წავიდა ომში. იბრძოდა ჩრდილო კავკასიის ფრონტზე, სადაც ერთ-ერთ სამხედრო შენაერთს მეთაურობდა. ნოვოროსიისკთან გამართული ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა. მიღებული აქვს არაერთი საბრძოლო ჯილდო, მათ შორის, სამამულო ომის I ხარისხის ორდენი.