შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, დაბა ტამიშში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

Posted by nona shamatava

შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, დეკანოზმა დავითმა (გაბრიჭიძე) 1993 წლის 2-11 ივლისს, დაბა ტამიშში გადმოსხმულ რუსულ საზღვაო დესანტთან, აფხაზ სეპარატისტებთან და ჩრდილო-კავკასიელ კონფედერატებთან შეტაკებისას დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ბატალიონ “შავნაბადას” მებრძოლებთან ერთად დაესწრო. ყოველი წლის 2 ივლისს ბატალიონ “შავნაბადას” მებრძოლები დაღუპულ თანამებრძოლებს შავნაბადას წმინდა გიორგის ტაძარში იხსენიებენ.