შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელთან

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროს, ნინო ჭავჭავაძეს და საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორს კახაბერ ჩხაიძეს უმასპინძლა. სტუმრებმა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანებისთვის, გადასაადგილებელი სამედიცინო ინვენტარი (ყავარჯნები, ხელჯოხები, გადასაადგილებელი ჩარჩოები) გადასცეს.

კობა კობალაძემ სტუმრებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში, ერთობლივი საქველმოქმედო პროექტების განხორციელების მიზნით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება  .