ხულოში ომის ვეტერან ფერმერთა შეხვედრა გაიმართა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 29 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე, სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანიაკეთში იმყოფებოდნენ, სადაც გაიმართა შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ‘’ვეტერან ფერმერთა ასოციაციისა’’ და ‘’გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის’’ წევრებს შორის. შეხვედრაზე, ვეტერანმა ფერმერებმა, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს ერთობლივი პროექტების დაგეგმვაზე, მათი განხორციელების გზებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ვეტერანთა წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მათ ერთად აღნიშნეს ვეტერანთა ასოციაციის შექმნის მნიშვნელობასა და ეფექტურობაზე და რომ როგორც ომის, ასევე, მშვიდობიანობის დროსაც არ აქვს ალტერნატივა ერთად დგომას და საერთო საქმის ერთიანი ძალისხმევით კეთებას.

შეხვედრას,ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, ‘’გურიის ვეტერან ფერმერთა ასოციაციის’’ პრეზიდენტი, გიორგი არველაძე და ‘’ხულოს ვეტერან ფერმერთა ასოციაციის’’ პრეზიდენტი, ზია საგინაძე.

შეხვედრა გაიმართა, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის მსურველ ვეტერანებთან, მათი ხელშეწყობის მიზნით.

შეხვედრები გაიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელთა რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს რეგიონებში, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ და ამ სეგმენტით დაინტერესებულ ვეტერანებზე მორგებულ სახელმწიფო საგრანტო პროგრამებში მათ ჩართვას, მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში თანადგომას და მხარდაჭერას.