13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 13 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და უწყების ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ თოფურიამ 13/14 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის იყო ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი ოთარ ცუხიშვილი. დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი.

მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.