22 ნოემბერს, საქართველოში, სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს აღინიშნება

Posted by nona shamatava

22 ნოემბერს, საქართველოში, სპეციალური ოპერაციების ძალების დღეს აღინიშნება.

სპეციალური ოპერაციების ძალების ჩამოყალიბება, 1998 წელს დაიწყო, როდესაც აშშ-სა და თურქეთის სპეცდანიშნულების ძალების მხარდაჭერით, დაბა კოჯორში, არასაომარი ოპერაციების მოსამზადებელი კურსი ჩამოყალიბდა. ცენტრის ბაზაზე, სწრაფი რეაგირების ძალები შეიქმნა, რომელიც 2002 წელს, სპეციალური დანიშნულების ბრიგადად გარდაიქმნა. 2007 წელს დანაყოფი, სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებად ჩამოყალიბდა და თბილისში, ვაშლიჯვარში განლაგდა. 2009 წლიდან მას სპეციალური ოპერაციების ძალები ეწოდა.

სპეციალური ოპერაციების ძალებს, 2005 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალ გულუას სახელობის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფი, 2006 წელს, ცალკეული საბრძოლო პოლიციის ბატალიონი, ხოლო 2009 წელს ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი შეუერთდა.

სპეციალური ოპერაციების ძალები, 1998 წლიდან საქართველოში განხორციელებულ ყველა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობდნენ. ერთგულად იბრძოლეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. რამდენიმე მათგანი კი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური პროფესიულ დღეს ულოცავს სპეციალური ოპერაციების ძალების ყველა ვეტერან და მოქმედ მებრძოლს და დღეგრძელობას, კეთილდღეობას, ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს!