25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

Posted by nona shamatava

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მწუხარებას გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპული მოქალაქეების ოჯახებს.

მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვება.