ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი მიულოცა. ვლადიმერ იმნაძემ ამ დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავი, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო და დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.