93 წლის ასაკში გარდაიცვალა ნოდარ ნათაძე

Posted by nona shamatava

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე. ნოდარ ნათაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი.

ნოდარ ნათაძე, აფხაზეთის ომის მონაწილე გახლდათ. იგი 63 წლის ასაკში წავიდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ახალგაზრდებთან ერთად იბრძოდა სამშობლოს ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სამძიმარს უცხადებს ნოდარ ნათაძის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს.

ნოდარ ნათაძეს, 17 ნოემბერს, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

მსუბუქი იყოს მისთვის ქართული მიწა!