9
Mar
9 მარტი – საქართველოს ეროვნული გმირის ალექსანდრე ონიანის დაბადების დღეა

ალექსანდრე ონიანი  (1981-2008 წ.წ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს,  სოფელ შინდისთან, თანამებრძოლებთან ერთად, უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსეთის არმიის მოტომსროლელ ასეულთან. ერთსაათიან ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა, მათ შორის ალექსანდრე ონიანიც.

8
Mar
აფხაზეთის ომის ვეტერან ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის, იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლება, გელა ცინაძემ და დავით ახრახაძემ, იმერეთში მცხოვრებ, აფხაზეთის ომის ვეტერან ქალბატონებს, ნონა სუპატაშვილს, ნანა კუხალაშვილს, იზოლდა მაჭავარიანს და ციალა კოპალიანს ქალთა დღე მიულოცეს.

8
Mar
ვეტერანებს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცეს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტის, გურიის სამმართველოს წარმომადგენელმა, თენგიზ თავბერიძემ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, ვეტერანებს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცეს და მადლობის სიგელები გადასცეს.

8
Mar
საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო ადამიას დღეს 88 წელი შეუსრულდებოდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილემ ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ და სამსახურის წარმომადგენლებმა საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე, გენო ადამიას საფლავი თაიგულით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. საქართველოს ეროვნულ…

8
Mar
კობა კობალაძემ ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ქალბატონ ლილია ზერეკიძეს და 2008 წლის აგვისტოს ომის ვეტერანს, ქალბატონ ლია მამასახლის ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ლილია ზერეკიძე ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეა….

8
Mar
8 მარტი, საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას დაბადების დღეა

გენო ადამია (1936-1993 წ.წ.) ქართველი გენერალ-მაიორი, 23-ე ბრიგადის პირველი მეთაური. 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც თანამებრძოლებთან ერთად, ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.

8
Mar
გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს ყველა ქალბატონს დღევანდელ დღეს, დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას უსურვებს.

7
Mar
ჟიული შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ვაკის პანთეონში, ჟიული შარტავას საფლავი, ასევე, გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი ყვავილებითა და გვირგვინით  შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. მოგვიანებით…

7
Mar
დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა

დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც, აფხაზმა სეპარატისტებმა და ჩრდილო-კავკასიელმა კონფედერატებმა, იგი თანამებრძოლებთან ერთად,…

5
Mar
ლანჩხუთში გაიმართა მერაბ კუპრეიშვილის მემორიალური ტურნირი მინი ფეხბურთში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს ორგანიზებით და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში გაიმართა აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მერაბ კუპრეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი…