27
Feb
ვლადიმერ იმნაძე “OttoBock”-ის წარმომადგენელს დიმიტრი დანიჩენკოს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ მსოფლიოში ლიდერი საპროთეზო ცენტრის „OttoBock”-ის აღმოსავლეთ ევროპის ზონის მენეჯერს დიმიტრი დანიჩენკოს  და შშმ პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორს თეა ერისთავს უმასპინძლა.

25
Feb
ვლადიმერ იმნაძემ იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ იმნაძემ უწყების წარმომადგენლებთან ერთად ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

20
Feb
მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები

17 თებერვალს ავსტრიაში გაიმართა პროექტ “მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების” პრეზენტაცია და გაიხსნა  მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა.

19
Feb
მემორანდუმი ა(ა)იპ ორგანიზაციებთან

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ა(ა) იპ ორგანიზაციებთან: „ახალგაზრდულ მედია კავშირი“, „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსთვის“ და „მედია კავშირი თანაბარი უფლებებისთვის“.

17
Feb
კარდიოლოგიური გამოკვლევები ვეტერანებისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, თბილისში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარდათ. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 200-მდე ბენეფიციარს.

18
Jan
სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული 71 მებრძოლი „ვახტანგ გორგასლის“ I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა

სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული 71 მებრძოლი  „ვახტანგ გორგასლის“ I, II და III ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდა საქართველოს პრეზიდენტის  2017 წლის 27 სექტემბრის #27/09/03 განკარგულებით, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობის…

18
Jan
ვლადიმერ იმნაძე TiKA-ს კოორდინატორ, ჰუსეინ შანლის შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილეები ნიკოლოზ კვეზერელი, მირონ ჩიგოგიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ქეთევან თევზაძე, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TiKA) თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორ, ჰუსეინ შანლის შეხვდნენ.

15
Jan
ვეტერანების შვილები და შვილიშვილები რუსთაველის თეატრში „სალამურას“ დაესწრნენ
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით,  რუსთაველის თეატრმა ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებს და შვილიშვილებს უმასპინძლა. ბავშვები და მოზარდები დაესწრნენ რევაზ ჩხაიძის და დავით კვირცხალიას სპექტაკლს "სალამურას" განახლებულ ვერსიას. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური...
18
Dec
გორში მცხოვრებ ვეტერანებს უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის  თანამშრომლებმა, გორის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება ჩაუტარეს.

14
Dec
ახალი ოფისის გახსნა

14 დეკემბერს გაიხსნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ახალი ოფისი. ახალი შენობის გახსნის ცერემონიას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე…