ტივი ტურმა, ვეტერანთა შვილებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქველმოქმედო აქციით მიულოცა

Posted by nona shamatava

დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომპანია ტივი ტურმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა შვილებისთვის, საქველმოქმედო აქცია გამართა. კომპანიის მესვეურებმა, ვეტერანთა შვილებს, თბილისში,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კატერით, პროფესიონალი გიდის თანხლებით, მტკვარზე, საგანმანათლებლო-გასართობი ტურნე უსასყიდლოდ მოუწყო. ბავშვებმა კიდევ ერთხელ მოისმინეს საქართველოს დედაქალაქის ისტორია, მისი გმირული წარსული; ბრძოლები, რომელთა გადატანაც თბილისს დღემდე მოუხდა.

ვეტერანთა შვილებისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე დღე, ტივი ტურის წარმომადგენლებმა, ბავშვებისთვის განკუთვნილი ტკბილეულით დაასრულეს და მათ სადღესასწაულო ტორტით გაუმასპინძლდნენ.

როგორც ტივი ტურის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, რუსუდან ჯაფარიძემ აღნიშნა, დღევანდელ დღეს, მის კომპანიას სურდა, იმ ღირსეული ადამიანების მიმართ გამოეხატა პატივისცემა და თანადგომა, რომელთაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბევრი გაიღეს, თავგანწირულად იბრძოლეს და დღესაც მზად არიან, სამშობლოს ერთიანობის და მშვიდობის სადარაჯოზე დადგნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანთა ოჯახების თანადგომისთვის მადლობას უხდის კომპანია ტივი ტურის მთელ კოლექტივს, წარმატებებს და ერთიან ძლიერ საქართველოს უსურვებს.

ცნობისთვის, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1949 წელს, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა და 1950 წლიდან, 1 ივნისს,  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. მისი მიზანია, მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

bonus new member

slot server kamboja

RTP Slot

IDN Poker

Slot777

https://www.alkimyacatalyst.com/wp-includes/pyramid-bonanza/

https://chatkawlesie.com/wp-includes/slot-dana/