არჩილ ჩოხელისა და სოლომონ წიკლაურის სახელობის ტურნირი სამბოში

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 23 ივნისს, ქ. თბილისის სამბოს ცენტრალურ დარბაზში საქართველოს ვეტერან სამბისტთა ეროვნული კავშირის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გაიმართა საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონების სამბოში მაიორ არჩილ ჩოხელისა და კაპიტან სოლომონ წიკლაურის სახელობის ჭაბუკ სამბისტთა მემორიალური ტურნირი 8  ( 53კგ. 58კგ. 64კგ. 71კგ. 79კგ. 88კგ. 98კგ და 98+ ) წონით კატეგორიაში.

ჭაბუკთა შორის აღნიშნული ტურნირი, ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის ინიციატივით დაარსდა და წელს პირველად ჩატარდა.

გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები და სიგელები, ხოლო ტურნირის გამორჩეულ მოჭიდავეებს_ სპეციალური თასები, სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, სოლომონ წიკლაურის ძმამ, ივანე წიკლაურმა, არჩილ ჩოხელის დისშვილმა, რატი მასურაშვილმა და ვეტერანმა სპორტსმენებმა გადასცეს.

პოლიციის მაიორი არჩილ ჩოხელი და კაპიტანი სოლომონ წიკლაური, 2012 წლის 28 აგვისტოს, რუსეთ -საქართველოს საზღვართან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის (‘’ლაფანყურის სპეცოპერაცია’’) დროს დაიღუპნენ; მათ, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენები მიენიჭათ.