აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთა მცირეწლოვან შვილებსა და შვილიშვილებს, „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებულ ჰუმანიტარულ დახმარება გადაეცათ

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 3 თებერვალს, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანთა მცირეწლოვან შვილებსა და შვილიშვილებს, „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებულ ჰუმანიტარულ დახმარება, მათ შორის, სათამაშოები გადაეცათ.

პატარებს, საჩუქრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ გადასცეს.

‘’მინდა, მადლობა გადავუხადო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელს, ბატონ რუსლან აბაშიძეს თავისი გუნდით, დავით ფაცაციას, ასევე, მადლობა მინდა, ვუთხრა, პარლამენტის დეპუტატს, ბატონ ბექა ოდიშარიას, ბატონ ანზორ მარგიანს. დღეს, მათ, კიდევ ერთი, ლამაზი დღე აჩუქეს ვეტერანების შვილებს, შვილიშვილებს, ბავშვებს და დაასაჩუქრეს ისინი. ჩემი აზრით, ჩვენი საზოგადოების თითოეული წარმომადგენლის ვალია, იზრუნოს ჩვენს ვეტერანებზე, მათი ოჯახის წევრებზე; მით უმეტეს, როცა სახელმწიფოს აქვს ნათლად გამოხატული პოზიცია იმაზე, რომ სათანადო პატივი მიაგოს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის მებრძოლ შემადგენლობას და მათ ოჯახებს,’’_განაცხადა კობა კობალაძემ.

‘’ მემორანდუმის ფარგლებში ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ ჩვენს ვეტერანებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, უფრო მეტს და მეტს შევეცდებით, რადგან მზრუნველობა და ყურადღება ჩვენი ვეტერანების მიმართ არის უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელი. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ კობას და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს იმ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, რასაც, ჩვენ, ერთობლივად ვახორციელებთ ამ მიმართულებით,’’_განაცხადა დავით ფაცაციამ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შორის გასული წლის 21 სექტემბერს გაფორმდა და მისი მიზანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის  №59-ძ/ს ბრძანებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა  სამინისტროს სოციალური მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა.