გორელი ვეტერანები ქობულეთში სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან

Posted by nona shamatava

მიმდინარე წლის 28 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების 20 შშმ ვეტერანი ქობულეთში გაემგზავრა, სადაც ისინი 10 დღიან სარეაბილიტაციო კურსს გაივლიან.

“კარგ ღონისძიებებს ჩაეყარა საფუძველი გორის მუნიციპალიტეტში. უდიდესი თანადგომაა, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილე ჩვენ ვეტერანებისთვის, გორის მუნიციპალიტეტიის მერიის მხრიდან გამოყოფილია თანხა, რომელიც ითვალისწინებს მათ რეაბილიტაციას და დასასვენებლად შავი ზღვისპირეთში გაგზავნას. მიუხედავად ჩვენი დღევანდელი სიდუხჭირისა ეს არის საკმაოდ კარგი წასახალისებელი ინიციატივა. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო გორის მუნიციპალიტეტის მერს და ადმინისტრაციას”- განაცხადა კობა კობალაძემ.

“ჩვენი ვეტერანები წელს მეოთხედ მიდიან ზღვაზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებით. ამ ბიჭებმა თავისი ვალი მოიხადეს და ისინი უფრო მეტს იმსახურებენ. ვუსურვებ კარგად ყოფნას, ჯანმრთელობას. ჩვენ რაც შეგვეძლება, ყველანაირად მათ გვერდით ვიქნებით.”- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა . გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ერთიანი ძალისხმევით, უწყების შშმ ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად, ზღვისპირეთში, წელს მეოთხედ გაემგზავრნენ.